- USD
- 2.6413
- EUR
- 2.9791
- GBP
- 3.3851
- RUB
- 3.9608
- TRY
- 0.5010
პოზიტივი FM 1-4.3, პირველი რადიო სადგურია ქალბატონებისთვის. რადიოს ეთერი მდიდარია საინტერესო და პოზიტიური ამბებით, რჩევებით და გემოვნებიანი მუსიკით. რადიო დიდი პოპულარობით სარგებლოს მამაკაცებშიც, ვინაიდან მათ საშუალება აქვთ უკეთ გაიგონ თუ რა სურთ ქალბატონებს და ამავდროულად უსმინონ გემოვნებიან მუსიკას, შეიქმნან პოზიტიური განწყობა და მიიღონ უახლესი და ობიექტური ინფორმაცია რადიო პოზიტივის საინფორმაციო სამსახურისგან, ასევე გაეცნონ ბიზნეს სიახლეებს.
რადიო პოზიტივის მაუწყებლობს FM 104.3 ზე თბილისის მაშტაბით 24 საათის განმავლობაში. მუსიკალური ფორმატი რადიოს სახელთან სრულ შესაბამისობაშია, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური ჰიტები , დატვირთული ჯაზით, ცოტა ბლუზით და მსუბუქი როკით... რაც საშუალებას იძლევა გაიხსენოთ ყველაზე გემოვნებიანი მუსიკა, გამოკითხვის შედეგად კი, გემოვნებიანი აუდიტორიის უმრავლესობას სწორედ მსგავსი მუსიკის მოსმენა სურს.
რადიო პოზიტივი მუდმივად ამყარებს კონტაქტს თავის მსმენელთან, იქნება ეს პირდაპირი ეთერი, მოკლე ტექსტური შეტყობინება, სოციალური ქსელი თუ ელექტრონული ფოსტა. ჩვენ მუდამ ვიზიარებთ მსმენელის აზრს და მაქსიმალურად სასიამოვნოს ვხდით რადიო ეთერს. საშუალოდ ჩვენ თვეში 15 ათასამდე აქტიური მსმენელი გვეხმიანება. „ TNS “ ის სატელეფონო კვლევის მიხედვით ერთი კვირის განმავლობაში პოზიტივს 3 ათასამდე კაცმა მოუსმინა.
მსმენელი: ყოველდღიურად 10 300 მსმენელი, საშუალოდ 43 წუთი.
აუდიტორია: 22 დან 40 წლამდე ადამიანი, საშუალო და უმაღლესი განათლებით.
სეგმენტი: მდედრობითი 57 %, მამრობითი 43%.
ადგილი: ტრანსპორტი 39 %, სახლის რადიო 28 %, ტელეფონი 27 %.